Ge

საერთაშორისო კონფერენცია: 

ინკლუზიური განათლება: სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები -  პრობლემის კვლევა, 

სწავლა/ სწავლება და  მხარდაჭერა

 

2017 წლის  20-21 ნოემბერს ევროკავშირის საქა­რ­თ­ვე­ლოს განათლებისა დამეცნიერების სამი­ნი­ს­ტ­რო და სო­ხუ­მის სახელმწიფო უნივე­რ­სი­ტე­ტი გიწვევთ საერ­თა­შო­რი­სო სამეცნიერო სამეცნიერო კონფერენციაზე:

 ინკლუზიური განათლება: სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები - პრობლემის კვლევა, სწავლა/ სწავლება და  მხარდაჭერა          

მუდმივად ცვალებად სამყაროში სულ უფრო მზარდია საუბარი ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვის, კვლევისა და განვითარების პერსპექტივებზე, რადგან ინკლუზიური განათლებით ჩვენ ვცდილობთ განსხვავებული შესაძლებლობების და სირთულეების მქონე ადამიანების სოციალიზაციას და ცართვას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის სასწავლო პროცესში. 

ჩვენი საერთაშორისო ფორუმი ხელს შეუწყობს საქართველოს, ისრაელისა და ევროპის ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში ინკლუზიური განათლების მხრივ არსებული გამოცდილების ურთიერთგაზიარებას პრობლემის კვლევის, სწავლა/სწავლებისა და კვლევის კუთხით.

კონფერენციის სამუსაო თემები:

  1. ინკლუზიური განათლების სწავლება, კვლევა, და დანერგვა სასწავლო პროცესში
  2. ეროვნული უმცირესობები და მათი პრობლემები უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში
  3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტტა ხელშემწყობი სტრატეგიების შემუშავება  და დანერგვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
  4. მულტიკულტურული განათლება
  5. სოციალურად დაუცველი ჯგუფები
  6. მხარდაჭერის ფორმები
  7. სწავლება და შეფასება
  • სამუშაო სექციები ჩამოყალიბდება სამუშაო თემების მიხედვით შემოსული მოხსენებების საფუძველზე
  • სამუშაო ენები

ინგლისური და ქართული;

  • განაცხადი

მოხსენების წარმოდგენის მსურველებმა მონაწილეობის შესახებ უნდაგანაცხადონ 2017 წლის 25 ოქტომბრამდე;

  • თეზისები

თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 25 ოქტომბერი,შრიფტი Acadnusx, Sylfaen, Times New Roman, სიმბოლოთა მაქსიმალურირაოდენობა: 1500 – 2.000. თეზისები უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე, რადგან იგეგმება ქართულ ინგლისური თეზისები კრებულის დაბეჭდვა კონფერენციისთვის.

საორგანიზაციო ჯგუფის დასტური მონაწილეობის შესახებ 30ოქტომბერს;

  • მოხსენება

მოხსენების ელ-ვერსიის წარმოდგენა 20-21 ნოემბერი;

  • შენიშვნები

ნაშრომი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული და არ უნდა იყოს წაკითხული სხვა კონ­ფე­რე­ნ­ცი­აზე;

თეზისებში ნათლად უნდა იყოს გამოკვეთილი კვლევის შედეგები;

დაგეგმილია კონფერენციის პროგრამის, თეზისებისა და პოსტერის დაბეჭდვა ქართულ-ინგლისურ ენებზე, კონფერენციის შედეგები  გამოქვეყნდება საერთაშორისო ქართულ-ინგლისურ ჟურნალში „განათლება“. 

  • Hanan Alexsander, Coordinator of the International grant project of the European Union – DARE. Dean of Education Faculty, the University of Haifa, Professor
  • Eka Dgebuadeze, Head of Inclusive Education Development Division, Ministry of Education and Science of Georgia
  •  Lia Akhaladze, Dean of Education Faculty, Sokhumi State University, Georgia
  • Mee Foong Lee,  European Access Network 
Last modified: Tuesday, 17 October 2017, 11:27 PM